თავისუფლად ისაუბრე

"მიესალმე" მიმოწერის განსხვავებულ გამოცდილებას. მოულოდნელი ფოკუსირება კონფიდენციალურობაზე, შერწყმული ყველა იმ ფუნქციასთან, რომელსაც მოელი.


მიიღე 99chat-ი

რატომ უნდა გამოიყენო 99chat-ი?

ქვემოთ იხილე, რატომ არის 99chat-ი მარტივი, მძლავრი და უსაფრთხო მესენჯერი

გააზიარე საფრთხის გარეშე

უახლესი ტექნოლოგიური დაშიფვრა (გამყარებული ღია წყაროს 99chat-ის პროტოკოლით) შენი მიმოწერების უსაფრთხოდ შენახვას უზრუნველყოფს. ჩვენ არ შეგვიძლია შენი წერილების წაკითხვა ან ზარების მოსმენა, და არც სხვას შეუძლია. კონფიდენციალურობა არ არის ნებაყოფლობითი რეჟიმი — უბრალოდ 99chat-ი ასე მუშაობს. ყოველი შეტყობინება, ყოველი ზარი, ყოველთვის.

თქვი, რაც გინდა

გააზიარე ტექსტური თუ ხმოვანი შეტყობინებები, ფოტოები, ვიდეოები, GIF-ები და ფაილები უფასოდ. 99chat-ი შენს მობილურ ინტერნეტს იყენებს, ასე რომ შეგიძლია SMS და MMS გადასახადი თავიდან აიცილო.

თავისუფლად ისაუბრე

განახორციელე კრისტალურად სუფთა ხმოვანი და ვიდეო ზარები იმ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქების ან ოკეანეების გადაღმა, საქალაქთაშორისო გადასახადის გარეშე.

შეინარჩუნე კონფიდენციალურობა

გადადი ემოციების გამოხატვის ახალ დონეზე შენს მიმოწერებში დაშიფრული სტიკერების გამოყენებით. ასევე შეგიძლია შენი საკუთარი სტიკერების ნაკრები შექმნა და გააზიარო.

გაერთიანდით ჯგუფებში

ჯგუფური ჩატები შენს ოჯახთან, მეგობრებთან და თანამშრომლებთან დაკავშირზე ყოფნას გაგიადვილებს.

რეკლამის გარეშე. თრექერების გარეშე. ხუმრობის გარეშე.

99chat-ზე არ არის რეკლამა, არც მარკეტინგული გარიგეგბები და არც შემზარავი თვალთვალი. ასე რომ, შეგიძლია, შენთვის მნიშვნელოვანი მომენტების გაზიარებაზე ფოკუსირდე.

უფასო ყველასთვის

99chat-ი დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა. ჩვენ არ ვართ მიბმული არცერთ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიასთან და ვერასდროს ვერც ერთი მათგანი შეგვიერთებს. აპის დეველოპმენტს მხარს უჭერს შენნაირი ადამიანების გრანტები და დონაციები.

99chat-ისთვის დონაციის გაკეთება